ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაო - მეორე მედალი ჩინეთიდან | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი
 ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაო - მეორე მედალი ჩინეთიდან | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი

ჩინეთში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუპოვა. გორელმა ფალავანმა, მცირე ფინალში ბრაზილიელი, დანიელ კარგნინი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეხვედრა ორივე სპორტსმენმა აქტიურად დაიწყო და სანახაობრივიც გამოდგა. მარგველაშვილი დებიუტში ვაზა-არით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ მალევე თანაფარდობა აღადგინა. საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე, ვაჟამ კიდევ ერთი გდება შეასრულა, თუმცა მსაჯებმა განმეორებით ნახვის შემდეგ ქულა გააუქმეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროც დაინიშნა. ოქროს ქულის ასაღებად მარგველაშვილს ორი წუთი და 20 წამი დასჭირდა, როცა ბრაზილიელი კონტრ ილეთზე დაიჭირა და მედლის მომტანი ვაზა-არი აუღო.

შეგახსენებთ რომ მარგველაშვილამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) მოუტანა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ამირანი, რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

რამდენიმე წუთში, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის, კიდევ ერთი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს. ტიტულოვანი გორელი ძიუდოისტის მეტოქე, მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში ხვალ კიდევ სამი ქართველი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ჩაერთვება.