ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო]

ნახევარფინალამდე იდეალურად მისულ (ოთხი მოგება, აქედან სამი იპონით) ქართველთა ფალავანს ფინალში გადასასვლელად ორი წამი დააკლდა.

ნახევარფინალში, პაპინაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპერეზე – რობერტ მშვიდობაძე იყო. გასული წლის ევროპის ჩემპიონთან დაპირისპირება პაპინაშვილის უპირატესობით დაიწყო და მშვიდობაძე პასიურობისთვის გააფრთხილეს, თუმცა ამ კომპონენტში ანგარიში მალევე გათანაბრდა. ამის შემდეგ ამირანმა ვაზარის აღება შეძლო და წესით გამარჯვებამდეც უნდა მისულიყო, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წამით ადრე ვაზაარი თავად გაუშვა და შეხევდრაც დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ „ოქროს ქულის“ აღება, დამატებითი დროის დაწყებიდან 54 წამში, მშვიდობაძემ მოახერხა.

კვარცხლბეკზე ასასვლელად პაპინაშვილს, მასპინძელთა კიდევ ერთ წარმომადგენლის – კარამატ ჰუსეინოვის დამარცხება დასჭირდება. აღნიშნული შეხვედრა დაახლობით 40 წუთში დაიწყება.

რაც შეეხება ამავე წონაში მოასპარეზე – ლუხუმ ჩხვიმიანს, იგი მერვედფინალში, იაპონელ – რიუჯუ ნაგაიმასთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.