საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მაროკოს გრან-პრიზე დარეგისტრირდა - მარაკეშში ტედი რინერის დაბრუნებასაც ელიან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მაროკოს გრან-პრიზე დარეგისტრირდა - მარაკეშში ტედი რინერის დაბრუნებასაც ელიან

რვიდან ათი მარტის ჩათვლით მაროკოს ქალაქ მარაკეშში ძიუდოს გრან-პრის კატეგორიის ტურნირი გაიმართება. ტურნირზე უკვე 72 ქვეყანა და მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც დარეგისტრირდა.

ნოდარ მეტრეველმა აფრიკის კონტინენტზე საასპარეზოდ რვა ძიუდოისტი შეარჩია. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ( 66 კგ. 73 კგ. 81 კგ.) ორ-ორი, ორში ( 60 კგ. 90 კგ.) კი თითო ქართველი იასპარეზებს. რაც შეეხება 100 კილოგრამამდე და მძიმე წონით კატეგორიებს, აქ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში არავინ შეიყვანა.

მაროკოში საასპარეზოდ შერჩეული რვა ძიუდოისტის სია ასე გამოიყურება:

60 კგ.

ამირან პაპინაშვილი

66 კგ.

ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი

73 კგ.

ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ.

ბექა დონღვანი, ნუგზარ ტატალაშვილი

90 კგ.

გიორგი პაპუნაშვილი

მაროკოს გრან პრი, შესაძლოა, ძიუდოს მოყვარულთა ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთი მიზეზით მოხვდეს. ტურნირზე სპორტის ამ სახეობის ცოცხალი ლეგენდის, ათგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგის, ტედი რინერის ტატამზე დაბრუნებას ელოდებიან. ამის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი იუწყება, თუმცა ფრანგის გვარი ტურნირის ოფიციალურ განაცხადში ჯერჯერობით შეტანილი არ არის.