მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ 145 რუსი სპორტმენის დოპინგ-სინჯის გაყალბება აღმოაჩინა
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან ამოღებული 298 სპორტსმენის დოპინგ-სინჯის შემოწმების შემდეგ, 145-ში აღმოაჩინა მანიპულაციები. ამის შესახებ გამოაცხადა WADA-ს გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა გიუნტერ იუნგერმა.
„145 სპორტსმენის მონაცემები შეცვლილია ან წაშლილი. ზოგიერთი ცვლილება გაკეთებულია უკანა რიცხვით. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელი ფაილი წაიშალა და როდის, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ამ მონაცემთა აღდგენა. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ 298 სპორტსმენის მონაცემებს”, – განაცხადა გერმანულ პრესაში იუნგერმა.
2019 წლის 9 დეკემბერს, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება – ოთხი წლით ჩამოაშოროს რუსი სპორტსმენები დიდ საერთაშორისო ტურნირებს, აგრეთვე, ჩამოართვას ლიცენზია რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა გაყალბების გამო.