WADA ვალიევას გარემოცვის შესახებ - ყველანი ციხეში უნდა ისხდნენ #1TVSPORT
WADA ვალიევას გარემოცვის შესახებ - ყველანი ციხეში უნდა ისხდნენ #1TVSPORT

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტმა ვიტოლდ ბანკამ კომენტარი გააკეთა კამილა ვალიევას დოპინგ-საქმეზე.

„დოპინგი ბავშვებში – ეს უპატიებელი ბოროტებაა. ექიმებმა, მწვრთნელებმა და გუნდის სხვა წევრებმა, რომლებიც, როგორც ირკვევა, არასრულწლოვნებს შრომისუნარიანობის ასამაღლებლად პრეპარატებს აძლევდნენ, სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ. ჩემი პირადი აზრი კი ასეთია – ეს ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) სერიოზული გამოძიება ჩაატაროს ვალიევას გარემოცვის მიმართ. ჩვენ ამას შევამოწმებთ და ვუზრუნველყოფთ შესაბამისი გამოძიების წარმართვას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში კულტურა შეიცვალოს ანტურაჟის მხრივ“, – თქვა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში ბანკამ.