მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდებს, ტექნოლოგია განვითარებად სახელმწიფოებს გაუზიაროს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდებს, ტექნოლოგია განვითარებად სახელმწიფოებს გაუზიაროს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, ტექნოლოგია განვითარებად სახელმწიფოებს გაუზიაროს. ამის შესახებ განცხადება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამა გააკეთა.

მისი თქმით, მიუღებელია, რომ ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს სულ ბოლოს გადაეცეს.

მან მაგალითად დაასახელა კომპანია „ასტრაზენეკას“ გადაწყვეტილება, ვაქცინის წარმოება ინდოეთში დაიწყოს. მისივე განცხადებით, „ასტრაზენეკას“ სხვა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ.

„ახლა განვითარებად ქვეყნებში არსებობს გამოუყენებელი შესაძლებლობები. აუცილებელია, ისეთივე შეთანხმებების გაფორმება, როგორიც არსებობს „ასტრაზენეკასა“ და ინდოეთში სერუმის ინსტიტუტს შორის, რომ ვაქცინების წარმოება განვითარებად ქვეყნებში იყოს შესაძლებელი. ეს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა“, – განაცხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.