საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა.
ორგანიზაციის შესაბამისი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშში საქართველოში მედიაგარემო შეფასებულია, როგორც „პლურალისტული, თუმცა არა ბოლომდე დამოუკიდებელი“.
„საქართველში მედია პლურალისტულია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. რეფორმებმა, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა, მედიამფლობელების გამჭვირვალობის ხარისხი და თანამგზვარული ტელევიზიის პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მედიაკომპანიების მფლობელები ჯერ კიდევ ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, – ნათქვამია ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების 2020 წლის ინდექსში 61-ე ადგილზეა სომხეთი, აზერბაიჯანი – 168-ე, თურქეთი – 154-ე, რუსეთი – 149-ე, უკრაინა – 96-ე.