მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ წელს მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 6 პროცენტით შემცირდება
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ წელს მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 6 პროცენტით შემცირდება. ამის მიზეზი კი, ის შეზღუდვები და რეგულაციებია, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანამ აამოქმედა.
აღნიშნული საკითხის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი აცხადებს, ამ ცვლილებას მხოლოდ მოკლევადიანი დადებითი ეფექტი ექნება და ვერ შეცვლის იმ გრძელვადიან სტრატეგიებს, რომლებიც გლობალური დათბობის შესაჩერებლად არის აუცილებელი.