მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შვედეთმა ტუნისს დიდი ანგარიშით მოუგო და F ჯგუფში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის F ჯგუფში დასრულდა პირველი ტური, რომლის შემდეგაც ლიდერი გახდა შვედეთის ნაკრები.
გრემ პოტერის გუნდი ტუნისს ხვდებოდა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველი გამარჯვება.
ევროპელებმა უკვე მეშვიდე წუთზე გახსნეს ანგარიში – საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა „ბრაიტონის“ ნახევარმცველმა იასინ აიარიმ. ამის შემდეგ კი კარგი შეთამაშება უჩვენეს შვედეთის ნაკრების შეტევის ლიდერებმა – ალექსანდერ ისაკმა და ვიქტორ დიოკერეშმა. 30-ე წუთზე ჯერ ისაკმა გამოიყენა დიოკერეშის გადაცემა, 59-ე წუთზე კი ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს.
ისაკისა და დიოკერეშის გოლებს შორის ტუნისელებმაც გაიტანეს – გოლი ომარ რეკიკმა მიითვალა.
მატჩის ბოლო წუთები შვედებმა შეტევაში გაატარეს და კიდევ ორი გოლი გაიტანეს: მატიას სვანბერგმა 85-ე წუთზე და აიარმა 96-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:1.
მეორე ტურში შვედები ნიდერლანდებს შეხვდებიან, იაპონია დაუპირისპირდება ტუნისს.