მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ნაგელსმანი მოგებით კმაყოფილია - ნოიერი თავს ისე გრძნობს, როგორც პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში კურასაოსთან დამაჯერებელი გამარჯვების (7:1) შემდეგ კომენტარი გააკეთეს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა.
იულიან ნაგელსმანი, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი – „ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თამაშში დასაბრუნებლად რამდენიმე წუთი დაგვჭირდა. კურასაო გამართულ ფეხბურთს თამაშობს და მაინტერესებს, დარჩენილ შეხვედრებს როგორ დაასრულებენ. შვიდი გატანილი გოლით კმაყოფილი ვარ, მთლიანობაში გუნდმაც კარგად ითამაშა. სტარტზე მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით“.
მანუელ ნოიერი, გერმანიის ნაკრების მეკარე – „მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ნამდვილი სიამოვნება იყო, გუნდში ერთიანობა ჩანს. ჩვენი მეტოქე ბრაზილია არ იყო, მაგრამ კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მახსოვს, ჩემი პირველი მატჩი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის წინააღმდეგ. ახლაც ისეთი აღფრთოვანებული ვარ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვთამაშობ – მეხუთე მუნდიალი ჩემთვის განსაკუთრებულია“.
კაი ჰავერტცი, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე – „ამ გამარჯვებამ მომავალ მატჩებში თავდაჯერება უნდა შეგვმატოს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ძალიან კმაყოფილები ვართ 7:1 გამარჯვებით, კარგი დასაწყისი იყო. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და მომავალი თამაშებისთვის მოვემზადოთ“.