გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდებით ჩაერთო [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდებით ჩაერთო [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონტის პირველ მატჩში კურასაოს დაუპირისპირდა და 7:1 დაამარცხა. ეს გახლავთ მიმდინარე მუნდიალის სარეკორდო შედეგი – 8 გოლი აქამდე ჩატარებულ მატჩებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 6-ბურთიანი სხვაობაც პირველად დაფიქსირდა.

გერმანიას ერთი ინდივიდუალური რეკორდიც ჰქონდა – მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მანუელ ნოიერი ყველაზე ხანდაზმული გერმანელი ფეხბურთელია. კურასაოსთან მატჩში ის მოედანზე 40 წლის და 79 დღისა გამოვიდა. ნოიერმა ლეგენდარული ლოთარ მათეუსის რეკორდი მოხსნა.

რაც შეეხება კურასაოს, ამ ნაკრებისთვის ყველაფერი პირველია:

14 ივნისი – პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე;

პირველი გოლი – კომენენსია, 21-ე წუთზე, გერმანიის კარში…

დიახ, კომენენსიას გოლის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და მომდევნო 17 წუთის განმავლობაში ტაბლოზე 1:1 ეწერა.

ამის შემდეგ გერმანული მანქანა ამოიქოქა და რამდენი გოლიც გაიტანა, შესავალშიც მოგახსენეთ.

მატჩის ქრონოლოგია:

6′ ნმეჩა – 1:0

21′ კომენენსია – 1:1

38′ შლოტერბეკი – 2:1

45+5′ ჰავერცი – 3:1

47′ მუსიალა – 4:1

68′ ბრაუნი – 5:1

78’უნდავი – 6:1

88′ ჰავერცი – 7:1