მსოფლიო ჩემპიონატი | ნიდერლანდებმა და იაპონიამ მეორე ტაიმში ორ-ორი გოლი გაცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში პირველი მატჩი ნიდერლანდებსა და იაპონიას შორის გაიმართა (2:2). როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი შეხვედრა მიმდინარე მუნდიალზე. როგორც ნიდერლანდებს, ასევე იაპონიას საკმარისად ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
პირველი ტაიმი სწორედ დამცველებისა იყო – ორივე გუნდის ფეხბურთელების დიდი მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა – 0:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში (51 წუთზე) თამაშის სურათი ვან დაიკის გოლმა შეცვალა, რის შემდეგაც იაპონიამ ტემპს უმატა და ბოლო წამებამდე არ დაუგდია.
სწორედ სწრაფ შეტევებს მოჰყვა მომდევნო სამი გოლი:
57-ე წუთზე ნაკამურამ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა – 1:1.
64-ე წუთზე ნიდერლანდელმა სამერვილმა მოჭრილი დარტყმით თანაგუნდელები წინ გაიყვანა.
88-ე წუთზე კი კამადამ ნიდერლანდელთა გასაოცად თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.