მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბოლო წუთზე გატანილი გოლით კოტ დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბოლო წუთზე გატანილი გოლით კოტ დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

E ჯგუფიდან გასვლაზე თამამი განაცხადი გააკეთა კოტ დ’ივუარის ნაკრებმა, რომელმაც უშუალო კონკურენტი ეკვადორი 1:0 დაამარცხა.

ამ ჯგუფში ასევე თამაშობს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანია და აუტსაიდერი – კურასაო. შესაბამისად, მეორე ადგილზე გასვლისთვის სწორედ ეკვადორი და კოტ დ’ივუარი იბრძვიან. ამიტომ ჰქონდა მათ ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებას ოქროს ფასი.

მთელი მატჩის განმავლობაში ეკვადორი ბევრს ცდილობდა, თავის მხრივ კოტ დ’ივუარიც ქმნიდა მომენტებს, მაგრამ ვიდრე ტაბლოზე 90-ე წუთი არ დაფიქსირდა, მაყურებელმა გოლი ვერ იხილა. ბოლო წუთზე კი აფრიკელთა სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ამად დიალომ დაასრულა.

E ჯგუფში მეორე ტურის მატჩები 21 ივნისს გაიმართება. კოტ დ’ივუარი გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო ეკვადორი – კურასაოს.