ის მოედანზე სეირნობს, მაგრამ მაინც ვერავინ აჩერებს - ვალდანო ლიონელ მესიზე #1TVSPORT
ის მოედანზე სეირნობს, მაგრამ მაინც ვერავინ აჩერებს - ვალდანო ლიონელ მესიზე #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ხორხე ვალდანომ აზრი გამოთქვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ლიონელ მესის მომავალი გამოსვლის შესახებ.

„ყველა ცდილობს მის გაჩერებას მეცნიერების დახმარებით, მაგრამ, ჯერჯერობით, წარუმატებლად. ის სეირნობით თამაშობს და მაინც ვერ აჩერებენ. ის სულ უფრო მეტად ნელდება, მაგრამ არავის ესმის მისი ფინტები, ის მიუღწეველია. მესი გენიოსია, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ფეხბურთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. არ ვიცი, განმეორდება თუ არა რაღაც მსგავსი ოდესმე.

მარტო მის ყოფნას აქვს უდიდესი წონა, თანაგუნდელებს მის მიმართ ერთგვარი გაღმერთების მომენტი აქვთ, რომელიც უბრალო აღფრთოვანების ფარგლებს სცდება. ამან შესანიშნავი შედეგები მოიტანა ყატარში. ფეხბურთელები ბედნიერები იყვნენ, რომ თავად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და მესის დაეხმარნენ ოცნების ასრულებაში. ეს რჩება ძალაში და ისევ მისცემს მათ კონკურენტულ უპირატესობას“, – მოჰყავს ვალდანის სიტყვები გაზეთ AS-ს.