მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შვეიცარიისა და კატარის მატჩი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრებისა და აზიის თასის მოქმედი გამარჯვებულის, კატარის ნაკრებს შეხვდა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩი შვეიცარიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი მათ კართან შეიქმნა, მაგრამ გრეგორი კობელმა თავისი გუნდი გადაარჩინა.
ამ შეხვედრაში მიმდინარე მუნდიალზე პირველი პენალტი ვიხილეთ, რომელიც ჰონდურასელმა არბიტრმა, სებასტიან მარტინესმა კატარელთა კარში დანიშნა, ბრილ ემბოლომ კი დარტყმა ზუსტად შეასრულა და შვეიცარიის ნაკრები დააწინაურა – 1:0.
მეორე ტაიმში შვეიცარია ბევრს უტევდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო. არბიტრის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კატარელთა იშვიათი შეტევა ბუალემ ხუხიმ გოლით დააგვირგვინა – 35 წლის ცენტრალურმა მცველმა კატარელებს მსოფლიო ჩემპიონატებზე ისტორიული პირველი ქულა მოუტანა.