გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიის ნაკრებთან.
ახლა, 68 წლის სპეციალისტის კონტრაქტი მოქმედი იქნება 2028 წლის ზაფხულამდე, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ასე რომ, რანგნიკის „მილანში“ დანიშვნის შესახებ ჭორები არ დადასტურდა. ის დარჩება ავსტრიის ნაკრების დამრიგებლად ევრო 2028 წლის ბოლომდე.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ავსტრია ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს არგენტინის, ალჟირისა და იორდანიის წინააღმდეგ.