ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თქმით, შესაძლოა, ლამინ იამალმა მუნდიალის პირველივე მატჩში ითამაშოს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თქმით, შესაძლოა, ლამინ იამალმა მუნდიალის პირველივე მატჩში ითამაშოს #1TVSPORT

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ლამინ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. მწვრთნელის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს და არსებობს შანსი, მან ტურნირის სადებიუტო შეხვედრაშიც მიიღოს მონაწილეობა.

„თავდაპირველად ვშფოთავდით, ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ეთამაშა. საბედნიეროდ, ახლა ვითარება შეიცვალა – მისი მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. არ გამოვრიცხავთ, რომ პირველივე თამაშში დაგვეხმაროს“, – აღნიშნა დე ლა ფუენტემ.

ესპანელთა მთავარმა ვარსვკვლავმა ტრავმა „ბარსელონას“ რიგებში თამაშის დროს, სეზონის დასკვნით მონაკვეთში მიიღო. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონი პირველ მატჩს 15 ივნისს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.