ანჩელოტი მაროკოსთან ფრეზე - ბრაზილიამ ცუდად დაიწყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ იგებენ ერთ მატჩში, შედეგით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა მაროკოსთან (1:1) პირველი ტურის მატჩზე.
„მატჩი ცუდად დავიწყეთ. გუნდი ცოტათი დაძაბული იყო, ბევრ ბურთს ვკარგავდით და ბევრ ორთაბრძოლას ვაგებდით. პირველი ტაიმი წარუმატებელი გამოვიდა, ისინი იოლად გამოდიოდნენ ჩვენი პრესინგიდან და სახიფათო კონტრშეტევებს აწყობდნენ. შეგვეძლო ბურთის უკეთ კონტროლი. მეორე ტაიმში მოვუმატეთ. ეს რთული მატჩი იყო, რადგან მაროკო ძალიან კარგი გუნდია. შედეგით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, გვინდოდა ტურნირის უკეთ დაწყება, მაგრამ ასეთი რამ ხდება. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე.
მსოფლიო ჩემპიონატს არ იგებენ ერთ მატჩში. გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოდა. ძალიან კარგად მესმის, რაზეა სამუშაო. იმან, რაც კარგად გამოდიოდა ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში, ამჯერად არ იმუშავა პირველ ტაიმში. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა გუნდი უფრო დაბალანებული გახდეს და უფრო აგრესიული იყოს შეტევაში.
რატომ არ იყო ენდრიკი? მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ცალკეულ მოთამაშეებზე ვილაპარაკო. მე ვლაპარაკობ გუნდზე“, – განაცხადა ანჩელოტიმ.