მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბელგიისა და ირანის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
G ჯგუფში, მეორე ტურში, ბელგიისა და ირანის ნაკრებების შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0.
ბელგიელების უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ირანელთა 33 წლის მეკარე ალრეზა ბერანვანდი შესანიშნავად თამაშობდა და სამართლიანად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
66-ე წუთზე ბელფიელები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, ბოლო იმედი ჯარიმისთვის არბიტრმა მოედნიდან ნათან ნგოი გააძევა, მაგრამ ირანელებმა რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, შეხვედრა გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა.
მესამე ტურის მატჩები G ჯგუფში 27 ივნისს გაიმართება:
07:00 | ახალი ზელანდია – ბელგია
07:00 | ეგვიპტე – ირანი