მსო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - საქართველო ასრულებს ლიდერის როლს აბრეშუმის გზის ინიციატივაში
მსო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - საქართველო ასრულებს ლიდერის როლს აბრეშუმის გზის ინიციატივაში

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მცდელობებს შეკრიბოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი, მთავრობის უმაღლესი დონის წარმომადგენელი, დაინტერესებული მხარე და ბიზნესმენი საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის განსახილველად, – ამის შესახებ მსო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა.

როგორც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ ი შიაოჟუნმა განაცხადა, საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ ის ასრულებს ლიდერის როლს ამ ინიციატივის ხელშეწყობაში.

“მას აქვს ძალიან კარგი მდებარეობა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზებზე, ღია და გამჭვირვალე ვაჭრობისა და ინვესტიციების რეჟიმი, ასე რომ საქართველოს შეუძლია იყოს მაგალითი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მდებარეობს აბრეშუმის გზაზე”, – განაცხადა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ ი შიაოჟუნმა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.

მისი განცხადებით, საერთაშორისო მაღალი დონის ფორუმის გამართვა საქართველოს მხრიდან კარგი ინიციატივაა და მისი მეშვეობით საქართველოს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს ინიციატივის რეალიზებაში.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს გაიხსნება და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს.