მშრომელთა საერთაშორისო დღეს ათენში დემონსტრაცია ორმეტრიანი დისტანციის დაცვით გაიმართა
საბერძნეთის დედაქალაქში მშრომელთა საერთაშორისო დღის, პირველი მაისის დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა.
ხელისუფლება პროფკავშირებს დემონსტრაციის მომდევნო კვირისთვის გადადებას სთხოვდა, მას შემდეგ, რაც საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.
აქციის მონაწილეებს ნიღბები და ხელთათმანები ეკეთათ, ასევე ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანციის დაცვით იდგნენ. აქცია საბერძნეთის პარლამენტის შენობის წინ, სინტაგმას მოედანზე გაიმართა.