ცნობილი ამერიკელი მსახიობი უილიამ დეფო ბერლინის კინოფესტივალის პირველი ლაურეატი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბერლინალეს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მსახიობი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის„ოქროს დათვით“ დაჯილდოვდება.
ფესტივალის ფარგლებში, დეფოს მონაწილეობით 10-მდე ფილმიც იქნება წარმოდგენილი.
თავად მსახიობი ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე 2007 წელს იყო.