მსახიობი უილიამ დეფო ბერლინალე 2018-ზე „ოქროს დათვით“ დაჯილდოვდება

19:00, 07.02.2018

ცნობილი ამერიკელი მსახიობი უილიამ დეფო ბერლინის კინოფესტივალის პირველი ლაურეატი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბერლინალეს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მსახიობი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის„ოქროს დათვით“ დაჯილდოვდება.

ფესტივალის ფარგლებში, დეფოს მონაწილეობით 10-მდე ფილმიც იქნება წარმოდგენილი.

თავად მსახიობი ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე 2007 წელს იყო.

მსგავსი