მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნათელა მაჭავარიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობ ნათელა მაჭავარიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსახიობის მეგობრებმა და კოლეგებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, ნათელა მაჭავარიანს, როგორც ქართული თეატრის ღვაწლმოსილ წარმომადგენელს ამაგდარის წოდება მიენიჭა.
შემოქმედებითი საღამოს დასრულების შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავიც გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც ნათელა მაჭავარიანს 80 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა პირადად მიულოცა.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.