მოზარდ მაყურებელთა თეატრმა იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო
მოზარდ მაყურებელთა თეატრმა იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა იაპონიაში, ნაგოიასა და ტოკიოში გამართულ საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა.

ფესტივალში მონაწილეობდა აზიის 15 ქვეყანა, მათ შორის: იაპონია, კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი, ტაილანდი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ისრაელი, უზბეკეთი და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთადერთი თეატრია, რომელიც იაპონიამ, ამჯერად, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.

დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ქალაქ ნაგოიასა და ტოკიოში ორ-ორჯერ წარმოადგინეს. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების წარმოდგენებს ტოკიოს ახალგაზრდობის ოლიმპიური ცენტრი მასპინძლობდა.

სამინისტროს ცნობით, ქართულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ სპეციალური ჩვენება, დამატებით, ტოკიოს ორ დიდ საბავშვო ცენტრშიც გაიმართა.

თეატრის გასტროლი იაპონიაში 27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იმყოფებოდა.

საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის, „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით, 16-26 თებერვლის ფარგლებში ჩატარდა.