მოწმე - ფარულად ვიღებდი პატიმრების ცემის ფაქტებს, არანაირი ანაზღაურება ამაში ოპოზიციისგან არ მიმიღია
მოწმე - ფარულად ვიღებდი პატიმრების ცემის ფაქტებს, არანაირი ანაზღაურება ამაში ოპოზიციისგან არ მიმიღია

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა, მეტსახელად “ბასტი” იკითხება. მოწმემ დეტალურად გაიხსენა 2011 წლის 17 სექტემბერი და განაცხადა, რომ პატიმრების წამებისა და ე.წ. კარანტინის დაშლის კადრები მისი გადაღებულია.

“ყველა კადრთან კავშირი მე არ მაქვს, მაგრამ იყო ფაქტები, რაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. მე ვხედავდი ცუდი მოპყრობის ფაქტებს. ვიფიქრე, რომ რაღაცის შეცვლა იქნებოდა კარგი და გარკვეული პირების დახმარებით ვიღებდი ვიდეოებს, ფარული მოწყობილობა მომაწოდა გიორგი ლომიამ. ასევე შეხება მქონდა ვლადიმერ ბედუკაძესთან. ანუ იყვნენ პიროვნებები, რომლებიც ამ მოპყრობას აპროტესტებდნენ. იმ მომენტში სისტემა რომ შეცვლილიყო, გავერთიანდით ლომია, ბედუკაძე, დათა აკობია და მე”, -განაცხადა მოწმემ.

მისივე თქმით, გადაღებულ კადრებში ასახულია პატიმრების მასობრივი ცემა, ასევე, როგორ აიძულებდნენ პატიმრებს, აგენტები გამხდარიყვნენ. როგორც მოწმემ აღნიშნა, გადაღებას ე.წ. ღილი კამერითა და კალმით ახორციელებდა. მან ასვე ხაზი გაუსვა, რომ არანაირი შეხება ოპოციურ პარტიებთან არ ჰქონია.

“ჩვენ არ გვქონია შეხება ოპიზიციურ პარტიებთან, არც ანაზღაურება მიგვიღია ამაში. პატიმრების ცემაში მონაწილეობდნენ ხელმძღვანელი პირები, გაგა მკურნალიძე ვიცი, სხვისი სახელები არა”, – აღნიშნა მოწმემ.