ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე დღეს ბრალდების სამი მოწმე დაიკითხება
ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე დღეს ბრალდების სამი მოწმე დაიკითხება

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის  ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება. პროკურატურის განმარტებით, მოწმეები დაადასტურებენ იმ გარემოებას, რომ სწორედ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვეთით მოხდა გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრების ცემა.

პროკურორის თქმით, დღევანდელი მოწმეები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას პატიმრების არადამიანურ მოპყრობაში და ასევე ერთ-ერთი მათგანი იღებდა ე.წ. “კარანტინის” დაშლის კადრებს.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, მოწმეები ასევე დაადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ პატიმრების წამება უნდა დაებრალებინათ და ეთქვათ, რომ ეს ყველაფერი კოალიცია “ქართული ოცნების” დაკვეთით ხდებოდა.