მოთამაშეებისგან დაცლილი „ჩიხურა“ ისევ დამარცხდა - „მერანმა“ სახლში ვერ მოიგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტური ორი მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს.
მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „მერანმა“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად წარიმართა, რადგან 55-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათისთვის მარტვილელთა ფეხბურთელი ნიკოლოზ ხარაბაძე მოედნიდან გააძევეს. ამის მიუხედავად, მარტვილელები მოგებასთან ახლოს იყვნენ. 82-ე წუთზე მასპინძლები ვაკო გოგოლიძემ დააწინაურა, მაგრამ თბილისელებმა 90+3-ე წუთზე ჯუმბერ სულაქველიძის გოლით ანგარიში გაათანაბრეს და ქულის მოპოვება შეძლეს – 1:1.
„ჩიხურამ“ კი მორიგი მატჩი წააგო. 14 მოთამაშის გაშვების შემდეგ გუნდი ზუგდიდის „დინამოს” დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. შესანიშნავად ითამაშა ზუგდიდელთა თავდამსხმელმა, ვალერი ოლხოვმა – 22 წლის ნახევარმცველმა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, 36-ე წუთზე კი დუბლით გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-40 წუთზე მას ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.
იყო შანსი, ამის გამო ზუგდიდელები დასჯილიყვნენ. 48-ე წუთზე სტუმართა მეკარე მალხაზ ეხვაია ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, „დინამოს“ კარში დანიშნული პენალტი კი ნიკა ხარაიშვილმა გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, გიორგი ჭანუყვაძემ 81-ე წუთზე „ჩიხურას“ კარი მესამედაც აიღო და გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა – 1:3 ზუგდიდის „დინამოს“ სასარგებლოდ.
ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი
1. სიონი 14 33
2. გაგრა 14 30
3. მერანი მრ 14 23
4. ჯორჯია 14 21
5. გარეჯი 14 20
6. მერანი თბ 14 17
7. შევარდენი 14 17
8. დინამო ზგ 14 16
9. რუსთავი 14 14
10. ჩიხურა 14 5