პირველი ტური მოკვეთილების გარეშე - ლიდერებმა ვერ მოიგეს #1TVSPORT
პირველი ტური მოკვეთილების გარეშე - ლიდერებმა ვერ მოიგეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ეს იყო პირველი ტური ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით ეროვნული ლიგა 2-დან მოკვეთეს. ამის გამო ტურნირზე 10-ის ნაცვლად 8 გუნდი დარჩა.

ტური ლიდერებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა – ქობულეთის „შუქურამ“ და მარტვილის „მერანმა“ ჯამში მხოლოდ ქულა მოიპოვეს.

რუსთავი 1:1 მერანი თბ

„რუსთავი“ ახლოს იყო გამარჯვებასთან, რადგან გუნდი 70-ე წუთზე ნოდარ თუთაშვილმა დააწინაურ,. მაგრამ თბილისელთა ბომბარდირმა ცოტნე ჩიქოვანმა 90+1-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და „მერანს“ ქულა მოუტანა.

მერანი მრ 2:2 ვიტ ჯორჯია

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა-არენაზე“ მეორე „მერანმაც“ ფრედ ითამაშა, მაგრამ მოგება შეეძლო და 3 ქულა ხელიდან გაუშვა. „ვიტ ჯორჯიასთან“ მარტვილელები ორჯერ დაწინაურდნენ შეიკნე სილას (12) და პაპუნა ფონიავას (53 – პენ) გოლებით, მაგრამ გიორგი გოგილაშვილმა (34) და საბა ჯინჭარაძემ (73) წონასწორობა ორჯერვე აღადგინეს და გუნდებმა ქულები გაინაწილეს, „მერანმა“ კი პირველ ადგილზე დაწინაურების შანსით ვერ ისარგებლა.

სპაერი 2:1 შუქურა

სპაერის სტადიონზე“ გათამაშების ლიდერი, ქობულეთის „შუქურა“ დამარცხდა. პირველ ნახევარში „სპაერი“ კობა ქებურიას (7) და ლევან პაპავას (37) გოლებით დაწინაურდა. „შუქურას“ შემტევმა ირაკლი ლექვთაძე (66) სხვაობა მეორე ნახევარში შეამცირა, მაგრამ ქობლეთელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. თუმცა კონკურენტი მარტვილის „მერანი“ ვერ დაეწია.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 11 23

2.მერანი მრ 11 21

3.სპაერი 11 18

4.მერანი თბ 11 18

5.სამტრედია 11 14

6.ვიტ ჯორჯია 11 10

7.რუსთავი 12 9

8.გარეჯი 10 5