ეროვნულ ლიგა 2-ში „დინამო თბილისი 2“ გალიდერდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში „დინამო თბილისი 2“ გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, გამოიკვეთა ლიდერებისა და აუტსაიდერთა ჯგუფი.

ორი „კოლხეთის“ დაპირისპირებაში, რომელსაც ხობმა უმასპინძლა, ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი ფოთის „კოლხეთი“ ვალერი ოლხოვის გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ ხობელებმა გოგა წურწუმიას პენალტით ქულა გადაარჩინეს – 1:1.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბოლნისში, სადაც „სიონმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და ბექა გაბისკირიას ერთადერთი გოლით 1:0 დამარცხდა. ასევე დამარცხდა მარტვილის „მერანი“, რომელმაც მატჩი საკუთარ სტადიონზე „სპაერთან“ 1:3 დათმო.

ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ თორნიკე კურტანიძემ (42) „დინამო თბილისი 2“-თან დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა ირაკლი იაკობიძის (58), ჯადული იობაშვილის (60) და ნიკა ქოქოსაძის (71) გოლებით 3:1 მოიგეს და ორი ტურის შემდეგ გალიდერდნენ.

ლიგა 2. ტური 2

მერანი თბ – ვიტ ჯორჯია 1:1

კოლხეთი ხობი – კოლხეთი 1913 1:1

მერანი მრ – სპაერი 1:3

სიონი – გარეჯი 0:1

დინამო თბილისი 2 – ლოკომოტივი 3:1

1. დინამო-2 თბ 6

2. კოლხეთი ფოთი 4

3. გარეჯი 4

4. სპაერი 3

5. სიონი 3

6. მერანი თბ 2

7. კოლხეთი ხობი 2

8. ვიტ ჯორჯია 1

9. მერანი მრ 1

10. ლოკომოტივი 0