ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, გამოიკვეთა ლიდერებისა და აუტსაიდერთა ჯგუფი.
ორი „კოლხეთის“ დაპირისპირებაში, რომელსაც ხობმა უმასპინძლა, ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი ფოთის „კოლხეთი“ ვალერი ოლხოვის გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ ხობელებმა გოგა წურწუმიას პენალტით ქულა გადაარჩინეს – 1:1.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბოლნისში, სადაც „სიონმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და ბექა გაბისკირიას ერთადერთი გოლით 1:0 დამარცხდა. ასევე დამარცხდა მარტვილის „მერანი“, რომელმაც მატჩი საკუთარ სტადიონზე „სპაერთან“ 1:3 დათმო.
ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ თორნიკე კურტანიძემ (42) „დინამო თბილისი 2“-თან დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა ირაკლი იაკობიძის (58), ჯადული იობაშვილის (60) და ნიკა ქოქოსაძის (71) გოლებით 3:1 მოიგეს და ორი ტურის შემდეგ გალიდერდნენ.
ლიგა 2. ტური 2
მერანი თბ – ვიტ ჯორჯია 1:1
კოლხეთი ხობი – კოლხეთი 1913 1:1
მერანი მრ – სპაერი 1:3
სიონი – გარეჯი 0:1
დინამო თბილისი 2 – ლოკომოტივი 3:1
1. დინამო-2 თბ 6
2. კოლხეთი ფოთი 4
3. გარეჯი 4
4. სპაერი 3
5. სიონი 3
6. მერანი თბ 2
7. კოლხეთი ხობი 2
8. ვიტ ჯორჯია 1
9. მერანი მრ 1
10. ლოკომოტივი 0