დასჯილი გუნდების შედეგები ანულირებულია - ეროვნულ ლიგა 2-ში რვა კლუბი დარჩა #1TSPORT
ეროვნული ლიგის ადმინისტრაციამ ზუგდიდის „დინამოსა“ და თბილისის „შევარდენი 1906“-ის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნის შემდეგ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობილი იყო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნა და დაბალ ლიგაში დააქვეითა, გუნდების რამდენიმე ფეხბურთელს კი სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალა.
ეროვნული ლიგის ადმინისტრაციის ცნობით, 13 ტურის შემდეგ, ორივე გუნდის შედეგები ანულირებულია და სატურნირო ცხრილში და ტურნირზე ცვლილებები მოხდა. გათამაშებაში 8 გუნდი დარჩა, სატურნირო ცხრილში კი ცვლილებები შევიდა.
ცხადია, გუნდებს ქულები დააკლდათ. ამით „შუქურამ“ ისარგებლა და მეორეადგილოსან მარტვილის „მერანს“ 3 ქულით გაასწრო, მანამდე კი სხვაობა 1 ქულა იყო. ახლა ჩემპიონატს 8 გუნდი დაასრულებს, სულ კი 32-ის ნაცვლად, 28 ტური გაიმართება.
ეროვნული ლიგა 2-ის განახლებული სატურნირო ცხრილი:
1. შუქურა 10 23
2. მერანი მრ 10 20
3. მერანი თბ 10 17
4. სპაერი 10 15
5. სამტრედია 11 14
6. ვიტ ჯორჯია 10 9
7. რუსთავი 11 8
8. გარეჯი 10 5
გადაწყვეტილებამდე ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი 13 ტურის შემდეგ ასე გამოიყურებოდა:
1. შუქურა 30
2. მერანი მრ 29
3. მერანი თბ 23
4.სპაერი 18
5.სამტრედია 17
6. დინამო ზგ 16
7. ვიტ ჯორჯია 13
8. შევარდენი 13
9. რუსთავი 11
10. გარეჯი 9