„საბურთალომ“ დამატებულ დროში მოიგო - თასის მეოთხედფინალში „ტორპედოც“ გავიდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ დამატებულ დროში მოიგო - თასის მეოთხედფინალში „ტორპედოც“ გავიდა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე კიდევ ორი 1/8-ფინალური შეხვედრა ეროვნული ლიგის ორმა წარმომადგენელმა გამართა და ორივე შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მარტვილში „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ „მერანმა“ თასის მოქმედ გამარჯვებულს, თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 2:3 წააგო.

ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა იური ტაბატაძის გოლით გახსნეს. ორ წუთში კიჭი მელიავას ფლანგური გადაცემით შეიკნე სილამ ისარგებლა და გაათანაბრა. მე-17 წუთზე კი „მერანი“ დათა წულაიამ ეფექტური დარტყმით დააწინაურა.

მეორე ნახევარში „საბურთალო“ დიდ უპირატესობას ფლობდა და წონასწორობის აღდგენა 68-ე წუთზე ისევ ტაბატაძის აქტიურობით მოახერხა, რომლის გადაცემითაც ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა. მატჩის ბოლოს თბილისელები მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც პირისპირ გასულ „მერანის“ ლეგიონერს, შეიკნე სილას არ გაატანინა.

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებული დრო. მე-100 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა მარტვილელების წინააღმდეგობა მაინც გატეხა და თასის მოქმედი გამარჯვებული მეოთხედფინალში გაიყვანა – 2:3.

„სპაერმა“ თბილისში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქუთაისელები 24-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ დააწინაურა და მეოთხედფინალში გაიყვანა.

უკვე ექვსი მეოთხედფინალისტია ცნობილი – „საბურთალო“, ქუთაისის „ტორპედო“, „დილა“, „ლოკომოტივი 2“, ლანჩხუთის „გურია“ და „რუსთავი“.