მოსწავლე, რომელსაც ელექტროშოკი აღმოაჩნდა, დაკითხვაზეა გადაყვანილი
მოსწავლე, რომელსაც ელექტროშოკი აღმოაჩნდა, დაკითხვაზეა გადაყვანილი

რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორი ნატალია ჯავახიშვილი ადასტურებს ფაქტს,  რომ მანდატურის სამსახურმა მეათე კლასელი ბიჭი, რომელსაც  თან უცხო ნივთი ჰქონდა, სკოლის გარე პერიმეტრზე შენიშნა.

“მანდატურმა ეს ბიჭი ჩემთან შემოიყვანა. მივხვდით,  რომ ელექტროშოკი იყო, რის შემდეგაც გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. დავურეკე მოზარდის მშობლებსაც. ბავშვი დაკითხვაზეა გადაყვანილი. თავად თქვა, რომ ნივთი გამოყვა და ის ლილოს ბაზრობაზე 80 ლარად იყიდება. ამ მოზარდზე სადისციპლინი კომისია აუცილებლად იმსჯელებს”, – აღნიშნა დირექტორმა.