რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა

14:57, 08.12.2017

რუსთავში, მე-18 სკოლაში მოზარდს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მანდატურის სამსახურმა სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი ადგილზე გავიდა და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მსგავსი