მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავზე ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 13 და დაშავებულია ექვსი ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში ასრულებდა რეის, რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო, თვითმვითმფრინავის მფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე მცდელობაზე შეძლო. როგორც საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით, „რია ნოვოსტი“ წერს, ცეცხლმა თვითმფრინავის ნახევარი გაანადგურა. ამ დროითვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
სამგზავრო ლაინერის ბორტზე სულ 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
საგანგებო მდგომარეობის გამო, შერემეტიევოს აეროპორტში მისაღები რეისების ნაწილი დომოდედოვოში გადაამისამართეს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.