მოსკოვში მდებარე ბიზნესცენტრში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
მოსკოვში მდებარე ბიზნესცენტრში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

მოსკოვში, ბიზნესცენტრში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 180 ადამიანია ჩართული. შენობიდან 125 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბიზნესცენტრის შენობაში შესაძლოა, კიდევ იმყოფებოდეს ხალხი.

ამჟამად ბიზნესცენტრ „გრანდ სეტუნ პლაზაში“ ხანძარი 1 100 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.

რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, განიხილება ხანძრის გაჩენის რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ცეცხლის განზრახ გაჩენა.