მოსკოვში, ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით გამართულ მიტინგზე 20 ადამიანი დააკავეს
მოსკოვში, ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, პროტესტის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ცაში ქაღალდის თვითმფრინავებს უშვებდნენ.
ამ ფორმით დემონსტრანტებმა რუსეთის ხელისუფლების მიერ მესინჯერ „Telegram’-ის ბლოკირება გააპროტესტეს.
როგორც აქციაზე მყოფმა ოპოზიციონერმა მიხაილ კასიანოვმა განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება ადამიანების პირად ცხოვრებაში ერევა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებას ართმევს.
მესინჯერი Telegram-ი რუსეთში 16 აპრილს დაბლოკეს. მას შემდეგ ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით რუსეთში აქციები რამდენჯერმე გაიმართა.