მოსკოვში, ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით გამართულ მიტინგზე 20 ადამიანი დააკავეს

19:35, 13.05.2018

მოსკოვში, ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, პროტესტის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ცაში ქაღალდის თვითმფრინავებს უშვებდნენ.

ამ ფორმით დემონსტრანტებმა რუსეთის ხელისუფლების მიერ მესინჯერTelegram’-ის ბლოკირება გააპროტესტეს.

როგორც აქციაზე მყოფმა ოპოზიციონერმა მიხაილ კასიანოვმა განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება ადამიანების პირად ცხოვრებაში ერევა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებას ართმევს.

მესინჯერი Telegram-ი რუსეთში 16 აპრილს დაბლოკეს. მას შემდეგ ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით რუსეთში აქციები რამდენჯერმე გაიმართა.

 

მსგავსი