მოსკოვის „დინამოში“ „კოვიდ 19“-ის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა
მოსკოვის „დინამოში“ „კოვიდ 19“-ის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის პრემიერლიგის მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და გუნდის დამხმარე პერსონალმა კორონავირუსის ტესტირება გაიარეს, რომლის შედეგადაც უმწვავესი მდგომარეობა დაფიქსირდა.

თავიდან ითქვა, რომ ვირუსი სამ მოთამაშეს დაუდგინეს. მაგრამ რეალური ვითარება გაცილებით მძიმე აღმოჩნდა – ვირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი აქტიურ ფაზაშია – ინფორმაცია მოსკოვის „დინამოს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„კლუბში ტესტირების შედეგად ცნობილი გახდა, რომ „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ხუთი ადამიანია. კორონავირუსი აქტიურ ფაზაში აღმოაჩნდა რომან ევგენევს. კლუბის ორ წარმომადგენელის მდგომარეობაზე დასკვნის გამოსატანად აუცილებელია განმეორებითი ანალიზები. კიდევ ორი ადამიანის ტესტმა მიუთითა, რომ მათ „კოვიდ 19) ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად ვირუსის მატარებლები არ არიან. მიუხედავად ამისა, ახლა თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, სანამ დამატებით ტესტების შედეგები არ გახდება ცნობილი“,- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ცნობილი გახდა „დინამოს“ ფეხბურთელთა და მწვრთნელების ვინაობა, რომლებმაც კორონავირუსი დაუდგინეს: მეკარე დევიდ სანგარე, მცველი რომან ევგენევი, თავდამსხმელი სილვესტერ იგბუნი, სამედიცინო განყოფილების უფროსი ალექსეი პლესკოვი და მეკარეების მწვრთნელი დიმიტრი იზოტოვი.