მოსკოვის „დინამოს“ კაპიტანმა ქართველებთან წაგებისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
მოსკოვის „დინამოს“ კაპიტანმა ქართველებთან წაგებისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

მოსკოვის „დინამოს“ კაპიტანმა, ანტონ შუნინმა თბილისის „ლოკომოტივთან“ დამარცხების შემდეგ გუნდის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „დინამომ“ ევროპის ლიგაზე თბილისში „ლოკომოტივთან“ 1:2 წააგო. „დინამოს“ კაპიტანმა და მეკარემ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მიმართა.

„ეს იყო ჩავარდნა – აქ მეტი რა უნდა ვთქვა. მოსაწყენი თამაში ვაჩვენეთ და ამაზრზენი შედეგით დავასრულეთ – ასე ევროპის თასებზე გამოსვლა არ წარმოგვედგინა. ჩვენს გულშემატკივარს ამის გამო ბოდიშის მსურს მოვუხადო“, – წერს შუნინი.

მან თანაგუნდელებს მოუწოდა, ამ წაგების შემდეგ თავის გამართლებას ნუ ეცდებიან:

„მე არ დავიწყებ თავის გამართლებას – ასეთი რამ შეუძლებელია. ჩვენ ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ახლა შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. უნდა იშრომოთ ჩემპიონატში და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგ ევროსეზონში მოვხვდეთ“, – დაწერა შუნინმა.