მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი გენდირექტორი მოსკოვის „დინამოს“ მარცხის შესახებ - ნახევრადსამოყვარულო გუნდმა მოგიგოთ
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი გენდირექტორი მოსკოვის „დინამოს“ მარცხის შესახებ - ნახევრადსამოყვარულო გუნდმა მოგიგოთ

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივთან“ მოსკოვის „დინამოს“ მარცხზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა – მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლის მტკივნეულ მარცხს დროული რეაქცია უნდა მოჰყვეს.

„ამის გამო მწვრთნელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ყველაფერი დასრულდა. ნახევრად სამოყვარულო გუნდმა გამოგვაგდო. ასე არ შეიძლება, ასე რატომ გააკეთე?“ – წერს გერკუსი თავის „ტვიტერის“ გვერდზე.

თბილისის „ლოკომოტივთან“ მოსკოვის „დინამოს“ წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის კირილ ნოვიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.