მოსკოვი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთში მისიაში უკვე სამ წელზე მეტია, იმყოფებიან, ქვეყნის დასატოვებლად ვადას 31 იანვრამდე აძლევს
რუსეთი აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყანაში მისიაში უკვე სამ წელზე მეტია, იმყოფებიან, ქვეყნის დასატოვებლად ვადას 2022 წლის 31 იანვრამდე აძლევს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ 27 რუსი დიპლომატისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დასატოვებლად 30 იანვრამდე მიცემული ვადის საპასუხო ზომად იქნა მიღებული, რაც მოსკოვმა, დიპლომატების გაძევებად შეაფასა. ვაშინგტონში კი განმარტავენ, რომ ვადის შესახებ რუსეთი ერთი წლით ადრე გააფრთხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ამერიკული წესების მიხედვით, ქვეყნიდან გამოშვებული რუსი დიპლომატები აშშ-ში სამუშაოდ დაბრუნებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.