დღეს, მოსამართლეთა რიგით XXII-ე კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე დღის წესრიგით სულ 10 საკითხის განხილვაა განსაზღვრული. მათ შორის, მოსამართლეები მოისმენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის საქმიანობის ანგარიშს, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის ყოველწლიურ მოხსენებას.
დღის წესრიგში გაწერილია ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი წევრებისა და ხმის დამთვლელი კომისიის წევრების დამტკიცების საკითხიც.
კონფერენცია 12:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაშია დაგეგმილი, ხოლო მოსამართლეთა რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება.