დიმიტრი გვრიტიშვილი - უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები
დიმიტრი გვრიტიშვილი - უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები

უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეეხება სასამართლო სისტემის მიმართ გასატარებელ რეფორმებს, საკანონმდებლო თუ სხვა სახის, ყველა სამუშაო ჯგუფის წევრი ვიყავი ისედაც. ახლა უკვე საბჭოს მოქმედი წევრის მანდატით ჩავერთვები აქტიურად ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ჩემს გამოცდილებას და ცოდნას მოვახმარ ისევ და ისევ იმას, რომ ჩვენი სასამართლო იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებული და იფუნქციონიროს ისე, რომ ხელი შეუწყოს საბოლოოდ დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებას“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.