მორაგბე საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მიმდინარეობს
მორაგბე საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მიმდინარეობს

20 წლის მორაგბე საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად ღვინის ქარხანა #1-ში დღეს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

აქციის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ სარაგბო ეკიპირება, ტკბილეული და ქართული ღვინო.

გაყიდვა დღეს 15:00 საათზე დაიწყება.

ქუთაისის რაგბის კლუბ „არესის“ 20 წლის მორაგბეს, საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია აქვს და ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაციის ღირებულება 95 ათასი დოლარია.

საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად პარასკევს, 6 აპრილს ღვინის ქარხანა N1-ში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე: GE02TB7750136010100042. მიმღები საბა მაღლაფერიძე.