მორაგბე საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
მორაგბე საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

20 წლის მორაგბეს, საბა მაღლაფერიძეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია აქვს და ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაციის ღირებულება 95 ათასი დოლარია.

საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად პარასკევს, 6 აპრილს ღვინის ქარხანა N1-ში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

კერძოდ, გაიმართება სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპეციალურ ფასად შესაძლებელი იქნება Champions Academy-ის აბონემენტების შეძენა. მოგეხსენებათ, 6 აპრილი არის წითელი პარასკევი, სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე გაიყიდება ბროტმაისტერი-ის პასკები.

საბა მაღლაფერიძის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე: GE02TB7750136010100042. მიმღები საბა მაღლაფერიძე.