მოქალაქეებს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა ონლაინ შეუძლიათ
მოქალაქეებს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა ონლაინ შეუძლიათ

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი  შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად.

ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს  დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ბმულით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.

ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, 2018 წლის 3 იანვრიდან ცხელი ხაზი – 14-84 ამოქმედდა.

კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან.

ცხელ ხაზზე დარეკვა უფასოა.