აშშ-მა ჩინური სმარტფონების მწარმოებელ კომპანია Xiaomi-ს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ჩინური სმარტფონების მწარმოებელ კომპანია Xiaomi-ს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჩინური სმარტფონების მწარმოებელ კომპანია „სიაომის“ (Xiaomi) სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინეთის ცხრა კომპანია სასანქციო სიაში შეიყვანა. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჩინელი სამხედროები ფლობენ ან აკონტროლებენ.

ამასთან, სიაში მოხვედრილ ბიზნესებზე მკაცრი შეზღუდვები წესდება, მათ შორისაა ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვა.

„სიენენის“ ინფორმაციით, Xiaomi-იმ სმარტფონების წარმოებით „ეფლს“ (Apple) გაუსწრო და რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პენტაგონის სიაში ასევე მოხვდა „ჩინეთის კომერციული საჰაერო ხომალდების კორპორაცია“, რომელიც ჩინეთის მთავარი ავიამწარმოებელია. მედიის ცნობით, ჩინეთს სურს, სახელმწიფო ავიაკომპანიამ ამერიკულ კომპანია „ბოინგს“ გაუწიოს კონკურენცია.