მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“, ლიანდაგებში გადავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს
მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ, მეტროსადგურ „დელისამდეა“ შეჩერებული.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.